ქართული | English | Rусский
  • სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის კვლევის ინსტიტუტის ლაბორატორიის მაღალკვალიფიციური გუნდი გთავაზობთ თქვენთვის სასურველი ანალიზების ფართო სპექტრს ლაბორატორიის ბაზაზე სრულდება სარეზიდენტო პროგრამა სპეციალობაში “ლაბორატორიული მედიცინა” და პროფესიული რეაბილიტაციის პროგრამა სამედიცინო პარაზიტოლოგიაში

 

 

 


 

ყ უ რ ა დ ღ ე ბ ა !

საზოგადოების და პაციენტების საყურადღებოდ გვსურს განვაცხადოთ, რომ  შპს “სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის კვლევის ინსტიტუტის" ლოგოს წარმოადგენს:

 

Logo

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ  შპს "სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის კვლევის ინსტიტუტი“ საქმიანობას წარმართავს მხოლოდ ზემოაღნიშნული სასაქონლო ნიშნით.                                                                                                                                   

 

 ყ უ რ ა დ ღ ე ბ ა !

სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის კვლევის ინსტიტუტი გაფრთხილებთ, რომ ინტერნეტ-სივრცეში  ინტენსიურად ვრცელდება დეზინფორმაცია ანტიჰელმინთური პრეპარატის "Bactefort "- ის შესახებ, რომელიც "შემუშავებულია სამედიცინო პარაზიტოლოგიის ინსტიტუტის მიერ და მისი ავტორი ვინმე ნინა ჯავახიშვილი.  

გაცნობებთ, რომ სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის კვლევის ინსტიტუტს არანაირი კავშირი ამ პრეპარატთან არ აქვს და ნინა ჯავახიშვილი არასოდეს  ყოფილა პარაზიტოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელი. 

მოგმართავთ თხოვნით, გაითვალისწინოთ აღნიშნული ინფორმაცია და არ გამოიყენოთ გაურკვეველი  წარმოების სამკურნალო საშუალება.

 

 


 

 

სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის კვლევის ინსტიტუტი წამყვანი დაწესებულებაა ამიერკავკასიაში პარაზიტულ დაავადებათა კვლევისა და მკურნალობის სფეროშიინსტიტუტი წარმოადგენს ამბულატორიულ-სტაციონარული ტიპის მონოპროფილურ კლინიკას, რომელიც აღჭურვილია პარაზიტოზებზე კვლევისათვის საჭირო ყველა სამკურნალო და ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული ტექნოლოგიებით 

დაწესებულება დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური, გამოცდილი ექიმებითა და საშუალო სამედიცინო პერსონალით, რომელთა მიზანს წარმოადგენს მოსახლეობისთვის მაღალი ხარისხის თანამედროვე სამედიცინო მომსახურების მიწოდება. დაწესებულების ბაზაზე ხორციელდება ტრენინგები სამედიცინო პარაზიტოლოგიის სხვადასხვა მიმართულებით, ხოლო თანამშრომლები აქტიურად მონაწილეობენ საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებსა და კონფერენციებში. ჩვენ მაქსიმალურად ვართ ორიენტირებული მომხმარებელის ინტერესებზე და ნებისმიერი სახის სიახლის დანერგვაც სწორედ თქვენი მოთხოვნილებების გათვალისწინებით ხდება.

 

 

           

  © 2023 ყველა უფლება დაცულია Design by SPAR.GE